ჯერარდი ამერიკაში მიდის

უახლოეს 24 საათში სტივენ ჯერარდი 18 თვიან კონტრაქტს გააფორმებს, ლოს ანჯელეს გელექსისთან.

ლივერპულის კაპიტანი კალიფორნიაში ივნისში გადაბარგდება, სადაც წელიწადში 3.9 მილინიონი ფუნტი ექნება ხელფასი.

ჯერარდს არაერთი ევროპული, მათ შორის პრემიერ ლიგის კლუბებისგან ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა მან ყველა უარით გაისტუმრა.

ჯერარდმა აღიარა, რომ თუ კლუბი მას გასული წლის ზაფხულში კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებდა, ის კვლავ დარჩებოდა ლივერპულის ფეხბურთელი.

”მე სულ ახლახანს დავტოვე ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, რათა კონცენტრაცია მხოლოდ ლივერპულზე მომეხდინა. ვაღიარებ, სეზონის დასაწყისში კლუბისგან შემოთავაზება რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოვაწერდი ხელს”, – განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...