ჯეფ ბეზოსმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 13,5 მილიარდი დოლარი დაკარგა

Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $13,5 მილიარდით იზარალა. თუმცა, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ის კვლავ რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.

Amazon-ის აქციები 7,2%-ით, $3333,18-მდე დაეცა, რაც კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ქონებას $193,6 მილიარდამდე ამცირებს.

ეს იყო შერეული კვირა ამერიკელი მილიარდერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Google-ის შვილობილი Alphabet-ის მზარდმა შემოსავალმა გაზარდა თანადამფუძნებლების, სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის წმინდა ღირებულება, Microsoft-სა Facebook-ს არ გამოუწვევია მათი მილიარდერი აქციონერების სიმდიდრის ზრდა.

კომენტარები
იტვირთება...