ჯეფ ბეზოსმა, ერთი წლის განმავლობაში, 7,2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Amazon-ის აქციები გაყიდა

ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა, მიმდინარე კვირის განმავლობაში თავისი კომპანიის აქციები 3,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად გაყიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.

ამ დოკუმენტების თანახმად, ბეზოსმა მიმდინარე წლის დასაწყისში 4,1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა. ამ კვირის მონაცემების გათვალისწინებითაც კი ჯამში, წლის განმავლობაში, დედამიწის უმდიდრესმა ადამიანმა 7.2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა და კიდევ 54 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციებს ფლობს, რომლის ღირებულებაც ერთად 170 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

2019 წელს, ჯეფ ბეზოსმა სულ 2,8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

კომპანიამ მეორე კვარტალში 88.9 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის მოგება ნახა. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. გასული წლის მეორე კვარტალში Amazon-ის მოგებამ 2,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 5,22 აშშ დოლარი თითო აქციაზე.

Amazon-ი არის მსოფლიოში უდიდესი კორპორაცია, რომელიც ყიდის საქონელსა და მომსახურებას ინტერნეტით. იგი დაარსდა 1994 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა დაახლოებით 1,52 ტრილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. Bloomberg-ის ცნობით, ბეზოსი ახლა ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. მისი ქონება დაახლოებით 180 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად