ჯელალ ქიქავა: მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯარისკაცი (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბი დღეს გაიხსნა.

შტაბის გახსნაზე იმყოფებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც.

შტაბის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდების და არაპარტიული აქტიური მხარდამჭერების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა, საარჩევნო დამკვირვებლების მომზადება და ორგანიზება.

შტაბის გახსნას ესწრებოდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯელალ ქიქავა, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა რომ ის “მიხეილ სააკაშვილის” კარისკაცია:

” მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯარისკაცი. მე ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ჯელალ ქიქავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად