ჯეკი ჩანმა რუს ფანებს ბოდიში მოუხადა

ჩინელმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა, რუს ფანებს რუსულად ბოდიში მოიუხადა, ვინაიდან ვერ შეძლო მოსკოვში, ფილმ Journey to China: The Mystery of Dragon Seal-ის პრემიერაზე ჩასვლა.

მსახიობმა მოიკითხა თავისი რუსი ფანები, მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან შეხვედრა ვერ მოახერხა და ვერ დაესწრო მოსკოვში, აღნიშნული ფილმის პრემიერას. ამის გამო მან ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი თავისი სიტყვები რუსულადაც გაიმეორა.

მან მადლობა გადაუხდა თავის ფანებს თბილი კომენტარებისთვის, რომლებსაც ისინი ,სოციალურ ქსელში წერენ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ წელს რუსეთისა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის გამოცხადებიდან 70 წელი სრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად