ჯეკ მა: ყველა ადამიანი და მთავრობა განათლების სისტემის რეფორმირებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული

მილიარდერი, კომპანია Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში ადამიანები და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები განათლების სისტემის რეფორმირებაზე უნდა იყვნენ ფოკუსირებულნი, რათა შემდეგომში ადამიანებმა სამსახური იშოვონ. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ მან შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში, ყველა ადამიანი, ქვეყანა, მთავრობა განათლების სისტემის რეფორმირებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, რათა ჩვენმა შვილებმა სამუშაო იპოვონ, რომელსაც კვირაში მხოლოდ სამი დღე და დღეში ოთხი საათი სჭირდება. თუ ჩვენ განათლების სისტემას არ შევცვლით, პრობლემები ყველას გვექნება”,- აცხადებს ჯეკ მა.

მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანები კვირაში მხოლოდ სამ დღეს, დღეში ოთხ საათს უნდა მუშაობდნენ.
ჯეკ მას თქმით, ამის მიღწევა ტექნოლოგიური წინსვლისა და განათლების სისტემების რეფორმის წყალობითაა შესაძლებელი.

მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლევს ახალი ტექნოლოგიები ხალხს მეტ თავისუფალ დროს, ჯეკ მა ელექტროენერგიას უწოდებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის წყალობით, ხალხს აქვს დრო, რომ საღამოს კარაოკეზე ან კლუბში წავიდეს.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი ხალხს მეტ დროს მისცემს, დატკბნენ იმით, რომ ადამიანები არიან.
აპრილში, ჯეკ მას სრულიად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. მან ზეგანაკვეთური მუშაობის დაცვაზე ისაუბრა, რომელიც მას აზრით, მის კომპანიაში დაცული იყო.
”პირადად ვფიქრობ, რომ კვირაში ექვსი დღე მუშაობის უფლება, დილიდან ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე, დიდი კურთხევაა. ბევრ კომპანიას და ბევრ ადამიანს დილიდან ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე მუშაობა არ შეუძლია. თუ ამ რეჟიმში არ მუშაობთ, როდესაც ახალგაზრდა ხართ, მაშინ როდის გექნებათ ასეთი შესაძლებლობა? ”- განაცხადა ჯეკ მამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად