ჯეკ მა: ჩემს დაპირებას, ამერიკაში 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, ვერ შევასრულებ

Alibaba Group-ის დამაარსებელი ჯეკ მა აცხადებს, რომ მისი დაპირება, რომელიც აშშ-ში 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებდა, ვერ განხორციელდება, ვინაიდან აშშ-სა და ჩინეთს შორის მეგობრული პარტნიორობის წინაპირობები აღარ არსებობს.

"არსებულმა სიტუაციამ უკვე ჩამოშალა თავდაპირველი წინაპირობა. შეუძლებელი შესრულდეს დაპირება, თუმცა ჩვენ არ შევაჩერებთ მცდელობებს და მთელს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ჩინეთისა და ამერიკის სავაჭრო პოლიტიკის ჯანსაღ განვითარებას შევუწყოთ ხელი", – აცხადებს ჯეკ მა.

2017 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა და მას წარუდგინა გეგმა, რომელიც 1 მილიონი ამერიკული საწარმოს თავის კომპანიის პლატფორმაზე გაყვანას ითვალისწინებდა. ჯეკ მა Alibaba-ს ვებ-გვერდებზე მცირე ბიზნესის საწარმოების გაყვანას აპირებდა, რის შედეგადაც აშშ-ში მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შია დასავლეთში ფერმერებსა და ტანისამოსის მწარმოებლებს, რომლებსაც Tmall-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ჩინურ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიენიჭებოდა.

თუმცა, 18 სექტემბერს ტრამპმა, ქვეყანაში იმპორტირებული ჩინური პროდუქციისთვის 10%-იანი საბაჟო გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა. გადასახადების მოცულობა 200 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის არის. აღნიშნული ცვლილება ძალაში 24 სექტემბერს შევა, ხოლო 1 იანვრიდან საბაჟო გადასახადი 25%-ს გაუტოლდება.

ამის საპასუხოდ, ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 24 სექტემბრიდან რესპუბლიკა, აშშ-ის მიერ მიღებული ზომების საპასუხოდ, ქვეყანაში იმპორტირებულ ამერიკულ პროდუქციაზე 5 და 10%-იან საბაჟო გადასახადებს დააწესებს, რაც 60 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ამასთან, ჩინეთის რესპუბლიკამ, ამერიკის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა.

აქამდე ჯეკ მამ აგრეთვე განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, რაც ჩინურ მსხვილ კომპანიებზე გავლენას იქონიებს. მას თქმით, ჩინურმა კომპანიებმა, ამერიკის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით შესაძლოა საკუთარი საწარმოები სხვა ქვეყნებში გადაიტანონ. მას აგრეთვე მიაჩნია, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის, მსოფლიო სავაჭრო პლატფორმაზე გლობალური უპირატესობის მოპოვების მიზნით, ომი მიმდინარეობს და დონალდ ტრამპის წასვლის შემთხვევაშიც კი, ეს პოლიტიკა გაგრძელდება.

"ახალი სავაჭრო წესები გვჭირდება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უნდა განახლდეს", – აცხადებს ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...