ჯეიმს აპატურაი: NATO არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი თავის Twitter-ზე წერს.

“NATO არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში, გუშინ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ალიანსი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში”, – წერს აპატურაი.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად