ჯეიმს აპატურაი: გუგუტიანთკარში მავთულხლართების ინსტალაცია უკანონოა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ NATO საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღიარებს.

„საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების ინსტალაცია და გადაადგილება განაახლა. ეს დამატებით სირთულეებს ქმნის, რადგან ადამიანებს თავიანთ მიწას, ოჯახებსა და მეგობრებისგან აშორებს. ეს ასევე უკანონოა. ნატო ამ საქმიანობის შეწყვეტასა და გაუქმებას კვლავ მოითხოვს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღიარებს“, – წერს ჯეიმს აპატურაი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

შეგახსებეთ, 17 აგვისტოს სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს 7 მოქალაქე გაიტაცეს. ასევე, 18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სოფელ არცევიდან საქართველოს  კიდევ ერთი მოქალაქე გაიატაცეს. სუს-ის ინფორმაციით, რვავე გატაცებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად