თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სროლების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს.
როგორც "აიპრესს" შ–სში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსწაინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დამნაშავე დაკავებული არ არის, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.