ჯასტინ ტრუდო: კანადა კორონავირუსის ძალიან სერიოზული მესამე ტალღის წინაშეა

კანადას ამჟამად კონავირუსის ძალიან სერიოზულ მესამე ტალღასთან აქვს საქმე, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მთელ მსოფლიოში, ქვეყნები ამ პანდემიის ძალიან სერიოზული მესამე ტალღის წინაშე დგანან. ახლა კი მათ შორის არის უკვე კანადაც”, – აცხადებს ტრუდო.

ტრუდომ ასევე თქვა, რომ მოგვიანებით განიხილავს სიტუაციას ონტარიოს პრემიერ მინისტრ დუგ ფორდთან: ამ რეგიონის ხელისუფლებამ, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, პარასკევს ნაწილობრივი იზოლაციის რეჟიმი დააწესა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...