ჯაში: თუ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა თბილისში ჩატარდება, შეიძლება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვიოს

ამის შესახებ საპარლამენტო  ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნინა, რომ უფრო გონივრული იქნება, გონივრული იქნება, თუ ეს შეხვედრა სტრასბურგში ჩატარდება.

„დღეს, როდესაც გვაქვს არჩევანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას თბილისში ჩავატარებთ თუ სტრასბურგში, გონივრული იქნება, რომ ეს შეხვედრა სტრასბურგში ჩატარდეს. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება აუცილებელია, მაგრამ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ვშიშობ, თუკი მაისში აღნიშნული შეხვედრა თბილისში ჩატარდა და მითუმეტეს, თუ ის ლავროვის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვიოს, რაც სამართლიანი იქნება ოკუპაციის გათვალისწინებით”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ: საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად