ჯაში: ყინული არის დაძრული, რეალური შესაძლებლობა ჩნდება, რომ ფორმალური დიალოგი განახლდეს

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დღეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი, თუმცა კონკრეტული პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ნაადრევია,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრის, გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, იყო მოსაზრება, რომელიც გამოთქვა “ქართულმა ოცნებამ” და ის გულისხმობს მანდატების რაოდენობის ცვლილებას უფრო მეტი პროპორციულობისკენ ერთის მხრივ და მეორე მხრივ, ისეთი მექანიზმების შექმნას, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელიც პროპორციულად 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, არ ექნება შესაძლებლობა შექმნას უმრავლესობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად