ჯაში: პროპორციულზე გადასვლის ჩაგდებით დავაზიანეთ საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ცალსახად იყო მიცემული მათი ხელისუფლების მხრიდან, რომ 20020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა.

როგორც ჯაშმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, პროპორციულზე გადასვლის ჩაგდებით დააზიანეს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.

“რა თქმა უნდა ეს პირობა იყო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით. მე დავამატებდი, რომ ნეტა არ მიგვეცა ეს პირობა. 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროტესტის ფონზე, ბუნებრივია, რომ ოპოზიცია დგას საკუთარი არგუმნეტებით და მოთხოვნებით. თუ შევძელით, რომ გიორგი გახარია გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, ანალოგიურად შესაძლებელი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებით უარყოფითი პოზიციის დაყენება უმრავლესობის მხრიდან. სწორედ იმიტომ შეიქმნა უხერხულობა. ეს უხერხულობა არა მხოლოდ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით შეიქმნა, არამედ უშუალოდ გუნდშიც.

ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ბატონი ივანიშვილის განცხადების შემდგომ ამას მოჰყვა განხილვების მთელი პროცედურა. მას 93-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი. პროცედურულად თუ გავყვებით შეიძლება ითქვას, რომ ინიცირება აუცილებლად მხარდაჭერას არ ნიშნავს, მაგრამ ეს იყო პირობა, რომელიც გახდა წყალგამყოფი. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ჩვენ საზოგადოების ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა სერიოზულად დავაზიანეთ. უმრავლესობის პოზიცია თუ ამ ნაბიჯამდე უნდა მისულიყო, სჯობდა, რომ საერთოდ თავიდანვე აგვეცილებინა აღნიშნული პირობის მიცემა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად