ჯაში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე: მსგავსი მასშტაბის ტრაგედია ბოლო 4 წელში არ მომხდარა

ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა "ქრონიკასთან" განაცხადა.

"ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ არაერთი შეფასება გაკეთდა სკოლის უსაფრთხოების საკითხზე და ჩვენ ცალსახად ვაფიქსირებდით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის ტრაგედია არ  მომხდარა სკოლის სფეროსთან ასოცირებულ  სივრცეში. გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული, რომელიც სისტემური პრობლემების არსებობას გამორიცხავდა, თუმცა ამ ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ცვლილებები იყო აუცილებელი. სწორედ ამიტომ მივიღეთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ ეტაპაზე ეხება მანდატურის სამსახურის რეფორმებს, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთო ცვლილება, რომელსაც ვახორციელებთ და მეტალოდეტექტორებით შემოწმება მოხდება", – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე №51 სკოლის მოსწავლეები  ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძე მოკლეს, მომხდარ ინციდენტში 25-მდე არასრულწლოვანი მონაწილეობდა . 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად