A1 ბანერი

ჯაში: ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა 2020 წლიდან იგეგმება

“ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც იგეგმება უკვე 2020 წლიდან, მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა 2020 წლიდან არის დაგეგმილი”,-განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა.

“განსაკუთრებით მე-11-12-ე კლასის სასწავლო პროცესი იყო ორიენტირებული ხისტად საგამოცდო პროცესზე და არა შინაარსობრივ და შემოქმედებით ნაწილზე და შესაბამისად, მე ვფიქრობ, ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ ინიციატივას და დიდი იმედი მაქვს, რომ ექნება მხარდაჭერა.

ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც იგეგმება უკვე 2020 წლიდან, მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა 2020 წლიდან არის დაგეგმილი, ნებისმიერ ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ უკვე კომიტეტის საკონსულტაციო პროცესში და მიმდინარე კვირა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობისთვის, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლის საატესტატო გამოცდები და ასევე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებიდან უნარების გამოცდა უქმდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...