ჯარჯი აქიმიძე: ჩვენთვის კომპოლიმენტია, რომ ივანიშვილის მოკავშირეებად არ გამოვდექით

2004 წელს ხალვაში აღმოჩნდა იარაღი ხელისუფლების ხელში და ის დღესაც იარაღია ხელისუფლების ხელში, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“როცა ხელისუფლებას აქვს ძალაუფლება და რაღაცები გამოსდით, რაღაცები კი არ გამოსდით, ისინი ნელ-ნელა იწყებენ მათთვის არასასურველი საქმეების თაროზე შემოდებას. ან ისეთი გზის მიცემას, რომელიც მათთვის მისაღებია. დათო [დვალი] ხშირად იძახის ხოლმე, რომ ჩვენთვის კომპლიმენტია ის, რომ ჩვენ არ გამოვდექით ივანიშვილის მოკავშირეები. არავის არ სჭირდება ორი დამოუკიდებელი ტიპი, რომელიც ასეთი წარსულით არის და ცდილობენ რომ ტელევიზია დაიბრუნონ და ყველამ გარანტირებულად იცის, რომ ის ტელევიზია მთავრობას არ მოემსახურება.

სამწუხაროდ ქიბარ ხალვაშმა ითამაშა ხელისუფლების თამაში 2004 წელს. ის აღმოჩნდა იარაღი, რომელზეც გადაფორმდა ეს ყველაფერი. დღესაც ხალვაში აღმოჩნდა ხელისუფლების ხელში ის იარაღი, რომელმაც ჩაიბარა ეს ყველაფერა”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად