ჯარჯი აქიმიძე: ჩვენი და ეროსის გზები 2004 წელს გაიყო, ასე რომ არ ყოფილიყო, ბევრი რაღაცა სხვანაირად იქნებოდა

ჩვენი [მისი და დავით დვალის] და ეროსი კიწმარიშვილის გზები 2004 წელს გაიყო, ასე რომ არ ყოფილიყო, ბევრი რაღაცა სხვანაირად იქნებოდაამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

კითხვაზე, ეროსი კიწმარიშვილს წილს მისი ოჯახი ითხოვს და ამაზე თუ უფიქრიათ? – რაზეც ჯარჯი აქიმიძე ასე პასუხობს:

“ჩემთვის ეს კითხვა რთული საპასუხოა. თუმცა, ეს კითხვა არსებობს. ოჯახს რა თქმა უნდა აქვს უფლება, იდავოს ამ წილზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყო დიდი ხნის წინ, 2004 წელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზები რომ არ გაყოფილიყო, ძალიან ბევრი რაღაცა სხვანაირად მოხდებოდა”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად