ჯაფარიძე: ვინც ტაქსაობით ირჩენდა თავს და მერიამ დატოვა უმუშევარი, ვთავაზობთ დაიწყონ “შმაქსაობა”

“გირჩმა” ახალი კომპანია “შმაქსი” დაარსა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს იქნება საგანმანათლებლო პროექტი, რომლის საშუალებითაც “გირჩის” იდეები გავრცელდება საზოგადოებაში.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, “შმაქსში” მუშაობის დაწყება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც ტაქსისტობით ირჩენდნენ თავს და მერიამ ახალი რეგულაციების წყალობით, ისინი უმუშევარი დატოვა.

“ტაქსების რეგულაციებმა ათობით ათასი გაჭირვებული ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე. გირჩი ისედაც დაკავებული იყო საღი აზრისა და მორალის კითხვით, ამისთვის ბევრ რაღაცას ვიყენებდით, მათ შორის პოლიტიკურ პარტიას, რელიგიურ ორგანიზაციას, ცოტა ხნის წინ ტელევიზია გავუშვით, ვიყენებთ სოციალურ ქსელებს და გვქონდა იდეა, რომ რაღაც საგანმანათლებლო პროექტი გაგვეკეთებინა, რომელშიც გამოვიყენებდით მათ შორის თბილისში მოძრავ ავტომობილებს.

ახლა ისე მოხდა ,რომ მერიამ დატოვა უმუშევარი ათობით ათასი ადამიანი და გადავწყვიტეთ გავუშვათ, ჩვენი აზრით საკმაოდ მასშტაბური, პროექტი, პრაქტიკულად ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი, ანუ ბევრი ადამიანში  ავრცელებს  სწორ მორალს და საღ აზრს.

ამისათვის დავაფუძნეთ კომპანია “შმაქსი”, კომპანია დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისის მოქალაქეებს ჩაისვამენ თბილისის ქუჩებში და მათ მიაწვდიდან სწორ იდეებს.

ვინც ტაქსაობით ირჩენდა თავს და მერიამ დატოვა უმუშევარი, კომპანია შმაქსი სთავაზობს რომ შეეშვან ტაქსაობას და დაიწყონ შმაქსაობა.თუ მათ არ ყოფნით თავდაჯერებულობა რომ ისინი სწორად შეძლებენ “გირჩის” იდეების გავრცელებას ადამიანებში, ჩვენ მათ მივაწვდით ჩვენს საგანმანათლებლო ვიდეოებს “ფლეშკით”, CD-ზე, ნაწილს შევთავაზებთ “აიპედებს” რომელშიც ჩატვირთულია საგანმანათლებლო ვიდეოები”, – განაცხადა ჯაპარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად