ჯაფარიძე: “ტვ პირველი” ივანიშვილის განრისხებას იწვევს და წერეთელი ახლაც ამიტომ არის ბრალდებული

“დიახ ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრის შექმნაზე კონფიდენციალურად ინფორმაცია მომაწოდა საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატმა. ეს არ ყოფილა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრრა. იყო რაღაც შეხვედრა, სადაც ეს იყო ნათქვამი, რომ ამის მცდელობააო. ეს სრულიად დაშორებულია სინამდვილესთან. ამ დიპლომატის ვინაობას ვერ გაგიმხელთ, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“სულ ვცდილობდი გამეგო, რა იყო ამ იერიშის უკან. რატომ დაიწყო ასეთი დაჟინებული მცდელობა ჩვენზე იერიშის მოტანის დისკრედიტაციის და ამის შემდეგ მითხრა დიპლომატმა ეს ინფორმაცია, რაც ჩემი აზრით კარგად ხსნის ვითარებას ეს ინფორმაცია. იმიტომ, რომ ლაპარაკი სწორედ იმაზე იყო, რომ ეს არის პოლიტიკური დატვირთვის პროექტი, ანაკლიაზეა საუბარი, ეს არის ბანკი, რომელიც ლონდონში ვაჭრობს, ქვეყნის სახელი გააქვს გარეთ და ასობით მილიონი შემოაქვს, თურმე ეს არაფერია. მთავარია, რომ ჩემი და მამუკა ხაზარაძის ქვეშ იყო, ამიტომ გაიცა დავალება, რომ მმართველობით ორგანოს ჩამოვშორებოდით და მესამე “ტვ პირველი” განსაკუთრებით განრისხებას იწვევდა მასში, რაც შემდეგში გავიგე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, – ჩვენ ვიწვევდით ივანიშვილის გაღიზიანებას?” – პასუხობს:

“მე როგორც ვიცი გაღიზიანებას იწვევთ და ახლაც ამიტომ არის ბატონი ავთანდილ წერეთელი ბრალდებული. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ვართ დაკავშირებული “ტვ პირველთან”. რა ფორმით ვართ დაკავშირებული, მას უნდა ჰკითხოთ. იმიტომ, რომ 1 დოლარის ინვესტიციაც არ გაგვიკეთებია თქვენ არხში. გარდა იმისა, რომ ვმეგობრობთ ავთანდილ წერეთელთან, მის შვილთან და კარგად გიცნობთ თქვენ, სხვა კავშირი არავის ჰქონიათ “ტვ პირველთან”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად