ჯაფარიძე: თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, პირველად გაქვთ შანსი, ნახოთ როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს

“გირჩი” მიუხედავად შსს-ს განცხადებისა, “დედა ენის” ბაღში ფესტივალის გამართვას მაინც გეგმავს. ამის შესახებ “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობდა ამ ფესტივალში მონაწილეობას, მინდა ვუთხრა, რომ ეს ფესტივალი ჩატარდება, როგორც არის დაგეგმილი. ყველა ადამიანს, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, მოვუწოდებ მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არც ერთ იქ მონაწილეს არავინ არ თხოვს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მხოლოდ მე, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად, ლაივში ნახოთ როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს”, -აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, შსს-ში “გირჩის” მიერ დაანონსებულ ფესტივალთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. შსს “გირჩს” მიმართავს, იმ შემთხვევაში თუ ფესტივალზე ადგილი ექნება ნარკოტიკის გასაღება-მოხმარებას, პოლიცია მკაცრ ზომებს გაატარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად