ჯაფარიძე: თბილისში ასეულობით “შმაქსი” იმოძრავებს, “შმაქსობა” გაგრძელდება

“ცდილობენ დააშინონ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი იშმაქსაონ”,-ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“თითოეულ შმაქსში განთავსებული იქნება ინსტრუქცია მგზავრებისთვის, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თუ რა მანქანაში ჯდებიან ისინი. რა სერვისს ყიდულობენ, რაში იხდიან ფულს. თუ ცდილობენ ახლა რომ რაღაც ხვრელი იპოვეს, იმედი გაუცრუვდებათ, ვერანარირი ხვრელი ვერ იპოვეს. შმაქსობა გაგრძელდება. ისინი ცდილობენ დააშინონ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი იშმაქსაონ…თბილისში, ახლა თუ არის ათეულობით შმაქსი, ძალიან მალე ასეულობით შმაქსი იქნება, რომელიც იმოძრავებს.”,-ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გუშინ, საპატრულო პოლიციამ ”შმაქსი” დააჯარიმა. როგორც “აიპრესისთვის” ხდება ცნობილი, შმაქსის” სახელით მოტაქსავე სამი ავტომობილი საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად