ჯაფარიძე თბილისის მერობაზე: თუ სადმე ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამბიცია, ეს არის თბილისი

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, “მთავარ არხზე” ჟურნალისტის კითვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა თბილისის მერობის კანდიდატად კენჭისყრას უპასუხა:

“კარგი იქნება ძალიან [ოპოზიციის მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში]. რამდენჯერმე იყო ამაზე საუბარი, თუმცა არ ყოფილა ფორმალურად ამაზე მსჯელობა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მისულიყო. განწყობა არი ეგეთი, რომ ჩვენ თბილისში ავიღეთ მესამე ადგილი. ავიღეთ ალბათ ასჯერ ნაკლები რესურსებით, ვიდრე ჩვენზე წინ გასულმა პარტიებმა… და შესაბამისად, თუ სადმე ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამბიცია, ეს არის თბილისი”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...