ჯაფარიძე: თავი დაანებონ შმაქსისტებზე ნადირობას, დღეში 7-ჯერ აჩერებენ შმაქსისტს

“შმაქსის” მძღოლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და “შმაქსის” წინააღმდეგ მიმართული კამპანია და მძღოლების დაჯარიმება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს მთავარი მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს დევნა “შმაქსის” მძღოლებზე, მოხდეს მათზე გაფორმებული ჯარიმების ჩამოწერა და შეჩერდეს მერიის მიერ გამოცხადებული ტაქსების რეფორმა.

“დღეში 7-ჯერ აჩერებენ თითოეულ შმაქსისტს, რაც არის პრობლემა. მინდა, რომ კიდევ გასაგები იყოს მათთვის, “შმაქსი” არის საგანმანათლებლო პროექტი. მოთხოვნა არის იგივე, თავი დაანებონ შმაქსისტებზე ნადირობას, გააუქმონ ყველა ის ჯარიმა, რომლებიც პირველი ოქტომბრის შემდეგ გამოუწერეს ადამიანებს და მესამე მოთხოვნა არის პოლიტიკური, რომ ზოგადად გააჩერონ ტაქსების რეფორმა,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად