ჯაფარიძე: სრული სიგიჟეა ახლა ერთი კოვზით ზიარება და რელიგიური რიტუალების დაცვა

“კარგია, რომ ხელისუფლება სპეცრაზმით არ ვარდება ეკლესიებში”-პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საპატრიარქოს მიერ, აღდგომის ბრიწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით არშეცვლილ წესზე საუბრობს

ჯაფარიძის განცხადებით, თუ ვირუსის გავრცელება მოხდება პასუხისმგებლობა საპატრიარქოს უნდა დაეკისროს.

” თუ მართლა მოხდა ვირუსის აფეთქება პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში საპატრიარქოსი იქნება. მე პასუხისმგებლობას მათ დავაკისრებდი ეს არის ჩემი პოზიცია. სრული სიგიჟეა ეხლა ერთი კოვზით ზიარება და რელიგიური რიტუალების დაცვა, მაშინ როცა ასეთ საფრთხეზეა საუბარი.

მესმის რომ მათი რწმენის ნაწილია, ადამიანებს რწმენის გამო ათასი სიგიჟეები უკეთებიათ საუკუნეების განმავლობაში, დღესაც აკეთებენ. მე არ მგონია, რომ ხელისუფლება ეკლესიაში სპეცრაზმით უნდა შევარდეს, თუ ვინმე ასე ფიქრობს ჩემი აზრით ის გიჟია. ვფიქრობ, რომ რაღაც წესს რომ დაადგენ ეს წესი ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად