ჯაფარიძე შრომის ახალ კანონპროექტზე: ახალი “გოსპლანი” იძერწება, განწირული კრახისთვის

ამის შესახებ, პოლიტიკური პარტია ,,გირჩის“ ლიდერი ზურა (გირჩი) ჯაფარიძემ შრომის ახალ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

“ერთ მავნებლურ რეგულაციას მეორე მოჰყვება, სტანდარტული, მრავალჯერ გათელილი გზა.

ჯერ 40 საათზე მეტ მუშაობას კრძალავენ, შემდეგ იმ 40 საათში მინიმალური ხელფასი რა უნდა იყოს იმას ადგენენ

უვიცი, აზროვნებისუნარდაკარგული მავნებლები

ყოველ ჯერზე ახალი „გოსპლანი“ იძერწება, განწირული კრახისთვის

მერე, როცა ადამიანები კიდევ უფრო გაღარიბდებიან და კიდევ უფრო ღრმად ჩავალთ წუმპეში, გამოდგება ამათი „ინტელექტუალ-გამპრავებელთა“ ბოლო იმედად დარჩენილი ოცეული და, პრომპტერის ტექსტში ფუკოს და დერიდას სახელების ჩაკვეტებით, აგვიხსნის რომ ეს ყველაფერი ნეოლიბელალიზმის ბრალია“, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატოვით, მიმდინარეობს მუშაობა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომლის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად