ჯაფარიძე “შმაქსზე”: ვერაფერს ვერ იზამენ, “შმაქსებს” თუ აკრძალავენ სხვა რამეს გავაკეთებ

“ჩვენ კანონს არ ვარღვევთ”,-ამის შესახებ, “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “კავკასიის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

” ვერაფერს ვერ იზამენ…ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. ყველა წესს ვიცავთ, ვერაფერს ვერ გვიზამენ.”შმაქსებს” თუ აკრძალაენ სხვა რამე ქსელს გავაკეთებ, ვერაფერს ვერ იზამენ.

მაქსიმუმი რასაც აღწევეს თბილისის მერი, კახი კალაძე განცხადებებიბით, ეს გამიზნულია იქით რომ დააფრთხონ ადამიანები და აღარ მოვიდნენ ჩვენთან “შმაქსისტების” პროექტში”,-ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, პ პარტია გირჩი მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ ტაქსაობენ “შმაქსაობას” სთავაზობს. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს “შმაქსის” პრეზენტაცია გამართა და ამბობს, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, “ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი” და მოსახლეობაში “საღ აზრსა და სწორა მორალს გაავრცელებს”, ამავდროულად პირს სასურველ ადგილზე მიიყვანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად