ჯაფარიძე: შემოდგომაზე არჩევნები არ ჩატარდება, ალბათ, COVID19-ის მეორე შემოტევა იქნება

არ ვარ დარწმუნებული რომ პოლიტიკური პროცესი ნორმალურად გაგრძელდება ქვეყანაში”-ამის შესახებ, “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, კორონავირუსის მეორე შემოტევა იქნება.

” მე რაც ვიცი ამ წუთში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე განხილვები ზუმში გრძელდება. ამის გარდა რაიმე წინსვლა არის თუ არა, არ ვიცი. პოლიტპატიმრებად ვინც მოიაზრებოდნენ თამლიანია გათავისუფლებული, დანარჩენი არის პატიმრობაში.

რას ველოდები? მე მაინც მგონია, რომ ამ შეთანხმების შესრულება “ქართულ ოცნებას” მოუწევს, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული რომ პოლიტიკური პროცესი ნორმალურად გაგრძელდება ქვეყანაში. არ ვარ დარწმუნებული რომ არჩევნები ამ ქვეყანაში შემოდგომაზე ჩატარდება, შემოდგომაზე ალბათ, გარანტირებულად იქნება კორონას მეორე შემოტევა.”-ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად