ჯაფარიძე სესიაშვილს: ყველას სათითაოდ დავურეკავ, გამოვიყვან რუსთაველზე და ვერ გიშველის საპატრიარქო

ასე მიმართა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს.

“ირაკლი სესიაშვილი, 15,000-ზე მეტი ახალგაზრდა გადავარჩინეთ 1 წლიან მონობას, სამსახურის დაკარგვას, კარიერის და ოჯახების დანგრევას, ჯანმრთელობის პრობლემებს და თავდაცვაში უკვე ფესვგადგმულ საბჭოთა ‘ძედავშინას’

ან გააუქმებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს

ან შეაჩერებთ მაგ ენითაუწერელ მავნებლობას

ან მე დავურეკავ ყველას სათითაოდ, ოჯახებით და მეგობრებით გამოვიყვან რუსთაველზე, და ვერ გიშველის საპატრიარქო”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით შესაძლოა არა ყველა რელიგიის, არამედ მხოლოდ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ისარგებლონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად