ჯაფარიძე: საქართველოში ქალების უმრავლეობას უნახავს მთვრალი პარტნიორის ერექციის პრობლემა

" მე ვერ მივხვდი არგუმენტი რა არის, თუ არგუმენტი ის არის, რომ ქართველებმა ზომა წონა არ ვიცით და ნარკოტიკებს უზომოდ მოვიხმართ, იგივე ლოგიკა უდგება ალკოჰოლსაც. ყანწებით ვისხამთ ღვინოს თავზე "- "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა "რეაქციაში" ქობულეთის დეპუტატს, კობა ნაკაიძეს უპასუხა, რომლის თქმითაც მარიხუანას ჭარბი რაოდენობით მოხმარება იმპოტენციასაც კი იწვევს.

" ამის გამო ალკოჰოლი აკრძალული ხომ არ არის?! არგუმენტი როდესაც მოჰყავს საპარლამენტო სესიაზე ის, რომ რაღაც ნივთიერება შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობისთვის იყოს საზიანო, ეს არის გადატანა დისკურსის სხვა პლანში, რომელიც სინამდვილეში რელევანტური არ არის.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს და დაგუგლოს ალკოჰოლი, პირველი რასაც ამოგიგდებთ არის ის, რომ ალკოჰოლი არის დეპრესანტი და მათ შორის იწვევს სქესობრივ დისფუნქციას. მათ შორის იწვევს ერექციის პრობლემასაც. საქართველოში დარწმუნებული ვარ, ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას უნახავს საკუთარ სქესობრივ პარტნიორთან, მეუღლე იქნება თუ ვინმე სხვა, მთვრალს როგორ აქვს ერექციის პრობლემა. ჩვეულებრივი ამბავია, რა ვქნათ ახლა, ამის გამო ღვინო ავკრძალოთ თუ არაყი?" – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად