ჯაფარიძე: საპანიკო არაფერია, უგულავა გაუძლებს უკვე ნაჯდომია ციხეში-საჭიროა სამოქმედო გეგმაზე მუშაობა

ამის შესახებ, “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც გიგი უგულავას მიმართ პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

“ჩემი აზრით საპანიკო არაფერია. გიგი უგულავა გაუძლებს. იყო უკვე ციხეში ნაჯდომი, საჭიროა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. საჭიროა მუშაობა ეს ხელისუფლება დამარცხდება”,-ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის: ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

შეგახსენებთ: ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად