ჯაფარიძე: სანამ ასეთი უტვინოები არიან ხელისუფლებაში, ასეთი ღარიბები დავრჩებით

ვერ განვვითარდებით ასე ამანამ სანამ ასეთი უტვინოები არიან ხელისუფლებაში”,-ამის შესახებ, “გირჩის” ლიდერმა, ზურან ჯაფარიძემ გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“ზოგადად ამ ხალხს, ვინც დღეს არიან ხელისუფელბაში საერთოდ გონზე არ არიან როგორ მუშაობს ადამიანები, საზოგადოება. რა წესები უნდა ჰქონდეს იმისათვის რომ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. ერთადერთი რასაც ახერხებენ არის ის რომ უყურებენ განვითარებულ ევროპის ქვეყნებს და გონიათ რომ იქ რაღაც, საფრანგეთში რომ იდიოტურ კანონს მიაგნებენ იმას თუ გადმოწერენ, ქართულად თარგმნიან და პარლამენტში გაატარებენ და კენჭსუყრიან ჩვენც გავხდებით საფრანგეთი.

ვერ ვხვდებით ჩვენ საფრანგეთი. პირიქით, ჩვენ ვღარიბდებით კიდევ დიდხანს დავრჩებით ღარიბები იმიტომ რომ ვერ განვვითარდებით ასე ამანამ სანამ ასეთი უტვინოები არიან ხელისუფლებაში, რომელებსაც არაფერი არ ესმით”,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად