ჯაფარიძე სამადაშვილს: ჩემთვის სიმართლე უფრო მნივშენლოვანია ვიდრე თქვენი ხმები (ვიდეო)

თქვენი ტაქტიკა იმით დასრულდება,  რომ თქვენ თავად ამცირებთ ფაქტობრივად ნულამდე დაგყავთ მოიგოთ ის მაჟორიტარული ოლქი, სადაც ერთიანი კანდიდატი ხართ – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “გირჩის” ლიდერს, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს”საჯარო პოლიტიკაში”.

სალომე სამადაშვილი: სამწუხაროდ   თქვენი ტაქტიკა იმით დასრულდება,  რომ თქვენ თავად ამცირებთ, ფაქტობრივად ნულამდე დაგყავთ მოიგოთ ის მაჟორიტარული ოლქი, სადაც ერთიანი კანდიდატი ხართ. იმიტომ რომ ერთიანობის აზრი სწორედ…

ზურა გირჩი ჯაფარიძე: ჩემთვის სიმართლე უფრო მნივშენლოვანია ვიდრე თქვენი ხმები.

სალომე სამადაშვილი: პოლიტიკოსისთვის ცოტა უცნაურია. უნდა გაიმარჯვოთ არჩევნებში, რომ საკუთარი აზრების რეალიზაცია მოახდინოთ ცხოვრებაში.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გავიმარჯვებ. პარლამენტში ყოფნის გარეშეც ძალიან ბევრი რამის რეალიზაცია მოვახდინე უკვე.

სალომე სამადაშვილი: ამიტომ არის ძალიან დიდ განსხვავება თქვენი პარტიის რეიტინგსა და მიხეილ სააკაშვილის პარტიის რეიტინგს  შორის და იქნება რა თქმა უნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად