ჯაფარიძე: ყველამ იცის რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული, მაგრამ ხმას არ იღებენ

ამის შესახებ “გირჩი- მეტი თავისუფლების” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე წერს:

“ყველამ ყველაფერი იცის უკვე ოცნებაში

ყველამ იცის რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული

ყველამ იცის და ხმას არ იღებენ

ხმას არ იღებენ იმიტომ რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და ‘ისევ მიშა მოვა’-სი სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ

ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქცეულია უკვე, როგორც სჩანს

ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს

ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი

ყველა ბერას მორჩილია

ყველა ღარიბაშვილია

ამიტომ ‘ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად’-ს შინაარსი არ აქვს”,- წერს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...