ჯაფარიძე პატრიარქს: როცა ადამიანზე მაღლა ღმერთი დგას, რელიგიური ფუნდამენტალიზმია, როცა სამშობლო-ფაშიზმი 

ასე ეხმაურება საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

“1. როდესაც “ღმერთი” უფრო მაღლა დგას ვიდრე ადამიანი – ამას ჰქვია რელიგიური ფუნდამენტალიზმი. ამ ლოგიკით მოსულა ადამიანების ჟლეტა (ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფა) თუ ვინმე ჩათვლის რომ ესაა ღმერთის ნება.

2. როდესაც ‘სამშობლო’ უფრო მაღლა დგას ვიდრე ადამიანი – ამას ჰქვია ფაშიზმი. ამ ლოგიკით მოსულა ადამიანების ჟლეტა (ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფა) თუ ვინმე ჩათვლის რომ ქვეყნისთვის ასეა საჭირო.

3. ამ პოსტულატებიდან არც ერთს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ქრისტიანობისთვის პირველი ადამიანია, განურჩევლად აღმსარებლობისა, წარმოშობისა, კანის ფერისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა, თვალის ფერისა, ფეხის ზომისა და ა.შ.

გვესმოდეს რას გვიტენის თავში დღევანდელი “ზაკვო”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში და პატრიარქის ქადაგების მონაკვეთსაც ურთავს.

შეგახსენებთ, პტრაირქმა ქადაგებაში აღნიშნა: “თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ იმას, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად