ჯაფარიძე: პატრიარქი ასაკშია, ამიტომ ეკლესიის ქონებისა და ძალაუფლების განაწილებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს

ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“კონტექსტი არის გასათვალისწინებელი და ახლა არის ვითარება, როდესაც პატრიარქი ასაკში, აქვს ჯანმრთელობის არასასურველი მდგომარეობა და ჩემი აზრით ამით არის გამოწვეული ეს ვითარება. რეალურად, საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტისთვის არის ბრძოლა. ამ შემთხვევაში, თუ ეკლესია გაიყოფა, ეკლესიის ქონების ხელში ჩაგდებისთვის და ძალაუფლების განაწილებისთვის ბრძოლაა. ამიტომ ხდება ერთმანეთზე ტალახის სროლა.

ჩემი აზრით, ციანიდის სკანდალიც და ერთ-ერთი მეუფისგან გაჟღერებული ინფორმაციაც ბრძოლის ერთ-ერთი გზაა. იყენებენ ბრძოლის სხვადასხვა ხერხებს იმისათვის, რომ ვიღაცებმა ერთმანეთი ჩაძირონ შიგნით. ცხადია ამ ადამიანების უკან რაღაცა ძალები იდგნენ, მათ შორის ხელისუფლება, სუსი, რუსეთი და ა. შ. ყველას უნდა ამ ძალაუფლების ხელში ჩაგდება”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად