ჯაფარიძე: ოპოზიციამ “ოცნებას” უფლება მივეცით, რომ საკუთარი მოქალაქეები როგორც მონები, ისე გამოეკეტა და ისე უხეშად “ებლატავათ”, როგორ ვოლსკი “ბლატაობს”

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების დღევანდელი განცხადებები იმის შედეგია, რომ პანდემიის გამო, ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” საშუალება მისცა თავისი მკვდარი რეიტინგი ხელახლა გაეცოცხლებინა.

“ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ დღევანდელ მთავრობას, “ქართულ ოცნებას” მივეცით შესაძლებლობა, რომ პანდემია, რომელმაც საყოველთაო პანიკა დათესა მთელ დედამიწაზე, მათ შორის, საქართველოში, გამოეყენებინათ და საკუთარი მკვდარი, განადგურებული რეიტინგი ზემოთ წამოეწიათ. ამასთან ერთად უფლება მივეცით, რომ საკუთარი მოქალაქეები როგორც მონები, ისე გამოეკეტა და ისე უხეშად “ებლატავათ”, როგორ ვოლსკი “ბლატაობს”, თითქოს ოპოზიცია აღარ არის”-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში.”

მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან ნებისმიერი რამის თქმა და ნაბიჯის გადადგმაა მოსალოდნელი და დღეს ვოლსკი ახალი არაფერი უთქვამს.

“ახლა თეთრ ცხენზე არიან შემომჯდარი და სრული ლაივით ჩართული აქვთ წინასაარჩევნო კამპანია, თითქოს ჩვენი მხსენელები არიან, ვირუსისგან გვიცავენ და დგამენ ათასგვარ ნაბიჯს, რასაც სინამდვილეში არანაირი შეხება არა აქვს სინამდვილესთან” -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად