ჯაფარიძე მთავრობას: კანაბიდიოლი მჭირდება შვილის ჯანმრთელობისთვის, მაქვს თუ არა უფლება შემოვიტანო ქვეყანაში? (ვიდეო)

ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას კანაბიდიოლის (CBD) შემცველი პროდუქციის იმპორტის, მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას სთხოვს. „გირჩის“ ლიდერმა პრემიერმინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, დღეს, ამ მოთხოვნით, ოფიციალური წერილები გაუგზავნა და ვიდეოც გაავრჩელა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯაფარიძეს კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები პირადი მოხმარებისთვის სჭირდება, სამომავლოდ კი ამ პროდუქციის კომერციული მიზნით იმპორტსაც გეგმავს.

„კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები მზადდება მცენარე კანაფისგან, რომლის კულტივაციაც ჯერ კიდევაკრძალულია საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგადაწყვეტილებით, მცენარე კანაფის მოხმარება ლეგალურია ერთ წელზე მეტია.

კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები არ შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს (მაგალითადტეტრაჰიდროკანაბინოლს THC) ან რაიმე სხვა ნივთიერებას, რომელიც ნარკოტიკულ სუბსტანციად შეიძლებაჩაითვალოს. მეტიც, კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებითსხვადასხვა დაავადების შემთხვევაში არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. სხვადასხვა გათვლებითკანაბიდიოლის ლეგალური მსოფლიო ბაზარი ორ წელიწადში 22 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.

მიუხედავად ამისა, ქართული კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, ვერ გავარკვიე მაქვს თუ არა უფლებაშემოვიტანო, მოვიხმარო და/ან გავყიდო ზემოთაღნიშნული პროდუქტები.

შესაბამისად, მოგმართავთ ყველა სამთავრობო უწყებას:

გთხოვთ უმოკლეს ვადებში შემატყობინოთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რომელ რეგულაციებსექვემდებარება კანაბიდიოლის შემცველი პროდუქციის იმპორტი, მოხმარება და რეალიზაცია” – ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...