ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაიჯერონ რომ ძალოვანი უწყებები “ნაცმოძრაობის” ხელში არ აღმოჩნდება

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები კონსულტაციებს მართავენ. შეხვედრაზე პოლიტიკური მოძრაობა “გირჩი” ახალი ინიციატივით მივიდა.

როგორც “გირჩის” ლიდერმა “კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ მთავარი ბერკეტი უნდა გამოეცალოს.

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თოფიანი ხალხი “ნაციონალური მოძრაობის” ხელში არ აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ აფასებს წარსულს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ დაიბრუნა ნდობა. ეს არის მთავარი ბერკეტი ივანიშვილის ხელში, რითიც ის ებრძვის ოპოზიციას. ხელისუფლების მთავარი გზავნილი არის ის, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, “ნაციონალები” დაბრუნდებიან და ისევ იქნება ტერორი და რაღაც მსგავსი,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად