ჯაფარიძე: მიშელს ვუთხარი, ღარიბაშილმა აღიაროს, რომ კრიმინალები არ ვართ-თქო და თავს მიქნევდა

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, “რეაქციაში” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელთან შეხვედრის დეტალებს ყვება.

“მე რაც ვუთხარი მიშელს, ჩემი გამოსვლა იყო, რომ თუ აქ იმისთვის ვზივართ რომ რამეზე მართლა უნდა შევთანხმდეთ მინიმუმ,  რომ პირველი უნდა აღიაროს ღარიბაშვილმა, რომ აქ ვინც ვზივართ კრიმინალები არ ვართთქო, ტერორისტები არ ვართ და მოღალატეები არ ვართ-თქო. ორი კვირაა რაც წარადგინეს ღარიბაშვილი და სულ ილანძღება, წინ მეჯდა შეხვედრაზე.

ინგა გრიგოლია: და რა იყო საპასუხო?

ჯაფარიძე: არაფერი. მიშელი თავს მიქნევდა, ღარიბაშვილი დუმილს ინარჩუნებდა, პირბადით და ემოციასაც ვერ წაიკითხავდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...