ჯაფარიძე ხელისუფლებაზე: უცებ გაცოცხლდნენ და არაფრისგან დახატეს სურათი, რომ გმირები არიან

უცებ გაცოცხლდნენ და არაფრისგან დახატეს სურათი, რომ გმირები არიან და უფრო მაგრად უმკლავდებიან ვირუსს, ვიდრე ამერიკისა და გერმანიის ჯანდაცვის სისტემა”-ამის შესახებ, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა.

” ვოლსკის და ზოგადად, მაგ ადამიანების განცხადებებს სერიოზულად არ ვუყურებ. ზოგადად “ოცნების” განცხადებებს. კომპარტიის ყოფილი ინსტრუქტორი რა განცხადებას გააკეთებს ჩემზე, არ მაინტერესებს.

ხელისუფლება რამდენიმე კურდღელს იჭერს. ძალაუბლების ტკბობაშიც არის, შეუძლიათ, მოსახლეობა გამოკეტოს სახლებში და თუ იქ არ გამოიკეტებიან, ციხეში გამოკეტავენ – ამითიც კაიფობენ. პლინტუსს ქვევით ჰქონდათ რეიტინგი, უცებ გაცოცხლდნენ და არაფრისგან დახატეს სურათი, რომ გმირები არიან და უფრო მაგრად უმკლავდებიან ვირუსს, ვიდრე ამერიკისა და გერმანიის ჯანდაცვის სისტემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად