ჯაფარიძე: ხელისუფლება რომ შესაცვლელია კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე-ტერმინები მათი არჩევანია

” ვიღაცეებს ჰგონიათ რომ თუ უფრო ‘მკაცრ’ და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, ამით უფრო მეტ მხარსამჭერს მოიპოვებენ ბრძოლაში”-ამის შესახებ, “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

” შვიდი წელი იჯდა ადამიანი. როგორც გავიგეთ, აპირებს პოლიტიკურ აქტიურობას, ჯერ გაურკვეველია კონკრერულად რას იზამს. ჩვენ, გირჩი, ვაგრძელებთ იმის კეთებას რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით – ოპოზიციური ფლანგის ერთიან ხედვაზე მუშაობას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“.

მერაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების „დამხობაზე“, ჯაფარიძე ასე ეხმაურება:

“ხელისუფლება რომ შესაცვლელია, მაგაზე სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ვიღაცეებს ჰგონიათ რომ თუ უფრო ‘მკაცრ’ და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, ამით უფრო მეტ მხარსამჭერს მოიპოვებენ ბრძოლაში. მე ასე არ მგონია, მაგრამ ტერმინები მათი არჩევანია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად