ჯაფარიძე კარასინზე: კულტურული ცენტრის გახსნა ცუდი არ უნდა იყოს, ოკუპაციას თავი გაანებონ

“კარასინმა რა თქვა, მე რა ვიცი. კულტურული ცენტრის გახსნა ცუდი არ უნდა იყოს, ტყვიებს ნუ გვესვრიან და ოკუპაციას თავი გაანებონ, თორემ კულტურულ ღონისძიებებს თუ გააკეთებენ, მერე რა მოხდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის მიხედვით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

შეგახსენებთ, რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ მედიასთან განაცხადა:

“დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში.

უდავოა, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში, დეკემბრის შუა რიცხვებში იხსნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა კარასინმა.

ცნობისთვის, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, პრაღაში ე.წ. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად