ჯაფარიძე: ჯოგიდან თუ ერთი გავიდა, ყველა ჩაქოლავს, ენმ-დან წამოსვლის მერე ამიტომ მლანძღავდნენ

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერი აცხადებს, რომ პოლიტიკა ის სფეროა, სადაც ცხოველური ინსტინქტები ყველაზე მეტად არის ამოწეული ზედაპირზე და სადაც ჯოგური პრინციპი მუშაობს.

ასე უპასუხა ზურაბ ჯაფარიძემ „აიპრესის“ შეკითხვას, თუ რას ფიქრობს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ადამიანები პარტიის კრიტიკის ობიექტები გახდნენ.

„პოლიტიკა არის სფერო, სადაც ყველაზე მეტად არის ზედაპირზე ამოწეული ადამიანის ცხოველური ინსტინქტები. ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ პოლიტიკა ბინძური სფეროა. ბინძური კი არაა, ცხოველური ინსტინქტები ყველაზე მძაფრად არის გამოვლენილი. ეს პოლიტიკაში ჯოგური პრინციპი მუშაობს. ერთი ვინმე თუ გავიდა შენი ჯოგიდან, ის უნდა ჩაქოლო მაქსიმლაურად, რომ ჯოგის სხვა წევრებს არ გაუჩნდეთ იგივე სურვილი.

დიახ პოლიტიკა ჯოგია და არის ცხოველური ინსტიქტები. არის ის, რაც ხშირ შემთხვევაში ყველაზე მეტად არის წამოწეული. ჯოგიდან თუ ერთი წევრი გავიდა, ის ჯოგის ყველა წევრმა უნდა ჩაქოლოს. ამიტომ იყო, როდესაც ჩვენ წამოვედით „ნაციონალური მოძრაობიდან“ სათითაოდ გამოყავდათ პარტიის წევრები. მათ შორის პირველ რიგში ისინი, ვინც ჩემთან ყველაზე ახლოს იყვნენ. სპეციალურად იმისთვის, რომ მათ არ გასჩენოდათ წამოსვლის სურვილი. მესმის, რომ ეს პრინციპი ასე მუშაობს, ამიტომ არც გამკვირვებია და სიმართლე რომ გითხრათ არც მწყენია. მე ასეთ რაღაცას არ ვაკეთებ და არც არასოდეს გავაკეთებ, მაგრამ მესმის, რომ ისინიც ადამიანები არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.

პოლიტიკოსთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „აიპრესი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...