ჯაფარიძე: ივანიშვილი იმხელა კაპიტალის მფლობელია, რამხელაც საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტი

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ძალიან გავლენიანი ადამიანია და მისი კაპიტალი საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტს აღემატება.

"მგონია, რომ კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კონტექსტი ისაა, რომ 2 კვირაში არის საპარლამენტო არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან გავლენიანი ადამიანი ამ ქვეყანაში, მის მიერ მოყვანილი პოლიტიკური პარტია დღეს მართავს ქვეყანას, ის არის იმხელა კაპიტალის მფლობელი, რამხელაც არის საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტი.

მეორე მხრივ ისხდნენ ბიზნესმენები და ამ ქვეყანაში ბიზნესს აქვს სახელმწიფოსთან მწარე გამოცდილება წლების განმავლობაში და თუ გავითვალისიწნებთ ვინ ვის ელაპარაკებოდა ცხადია, ეს თავისთავად შეიძლება იქნას აღქმული, რომ ეს ადამიანი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ბიზნესზე იმ თვალსაზრისით, რომ მათ გააკეთონ კონკრეტული არჩევანი ქართული ოცნების სასარგებლოდ", – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია TV პირველის" ეთერში.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად