ჯაფარიძე: ილია ჭავჭავაძე ერს სწორ მორალს უკითხავდა და “გირჩიც” რაღაც თვალსაზრისით ამის გამგრძელებელია

“გირჩმა” კამპანია “შმაქსის” პრეზენტაცია, წიწამურთან , ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გამართა. ზურა ჯაფარიძემ უშუალოდ კამპანიაზე საუბრამდე განაცხადა, რომ “გირჩი” არის ილია ჭავჭავაძის მსგავსად ერისთვის მორალის მკითვხელი.

“დღეს ვართ სიმბოლურ ადგილას შეკრებილი, ჭავჭავაძის ძეგლთან, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ეს კაცი და ჩვენი აზრით, ამ კაცთან ერთად მოკლეს საღი აზრი ამ ქვეყანაში.

ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელმაც ამ ერს სწორ მორალს უკითხავდა და ჩვენ გვგონია, რომ “გირჩიც” რაღაც თვალსაზრისით არის გამგრძელებელი. ჩვენც, ჩვენს საქმიანობას ასე ვუყურებთ, რომ მორალს ვუკითხავთ ერს, რომელიც არის საბჭოთა აზროვნებით და მენტალიტეტით….”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად