ჯაფარიძე ღარიბაშვილს: “ასავალ-დასავალში” გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან

ასე პასუხობს “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას საკანონმდებლო ორგანოში.

“ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან” – წერს ზურაბ ჯაფარიძე facebook-ში.

შეგახსენებთ, გაერთიანე ბული კომიტეტეის მოსმენაზე ირაკლი ღარიბაშვილიმა განაცხადა, რომ “გირჩი”-ს საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...