ჯაფარიძე: გენპროკურორსა და პროკურატურას ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების დისკრედიტაციისთვის იყენებენ

გენპროკურორსა და პროკურატურას ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების დისკრედიტაციისთვის იყენებენ, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ჯაფარიძეს ბიძინა ივანიშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და მისი და მამუკა ხაზარაძის მონაწილეობით შეხვედრა გაახსენა და ჰკითხა, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პროკურორის თანამდებობა უნდა განვიხილოთ, როგორც ბიზნესის საფრთხობელა? – რაზეც ჯაფარიძე პასუხობს:

“ამ ქვეყანაში შეიძლება ვთქვათ, რომ მცდელობას აქვს ადგილი, რომ ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები მაქსიმალურად დისკრედიტირებულები იქნენ. ამისთვის გამოყენებული იყოს პროკურატურა, რა თქმა უნდა გენერალური პროკურორი. გენერალური პროკურორი არის პირადი გენერალური პროკურორი და ეს არ არის ის, ვინც ქვეყანას და მის ინტერესებს ემსახურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ვინმე შეეცდება, რომ ძალიან დამოუკიდებელი იყოს და არ დაემორჩილოს დიქტატს, ის შეიძლება ასევე აღმოჩნდეს პროკურატურის შეტევის ობიექტი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად