ჯაფარიძე “ევროპულ საქართველოს”: თქვენი განცხადება, პოზიციის “გაპრავების” უსუსური მცდელობაა!

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ეროპული საქართველოს“ იმ განცხადებას პასუხობს, სადაც პარტია აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ჯაფარიძის გავრცელებეული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„სად ვთქვი რომ თქვენმა წარმომადგენელმა ხმა მისცა რეფერენდუმის წინააღმდეგ? თქვენს წარმომადგენელს ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, უჭერდა თუ არა მხარს სარეფერენდუმო შეკითხვის რეგისტრაციას. მას ხმა არ ამოუღია.

თქვენს წარმომადგენელს ჰქონდა შესაძლებლობა ხმა მიეცა ცესკოს დადგენილების წინააღმდეგ, რითიც დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას. მან არც ეს გააკეთა. ანუ, მდუმარედ და უმოქმედოდ გაატარა მთელი სხდომა. აქედან გამომდინარე ვთქვი ის რაც ვთქვი – არც ერთმა პარტიამ არ დაგვიჭირა მხარი. შესაბამისად, ეს განცხადება არის თქვენი „არც მწვადი დავწვათ, არც შამფური“ პოზიციის გაპრავების უსუსური მცდელობა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ცესკოში დღეს "გირჩის" ინიციატივის განხილვა იყო, სადაც პარტია კანაფის ლეგალიზების საკითხის რეფერენდუმზე გატანას ითხოვდა. ცესკომ პარტიის იდეა არ დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არ მოიძებნა არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მათ დაუჭერდა მხარს. მათ შორის არც იმ პარტიის, რომლებიც მხარს დებენ პროგრესულობაზე. "ყველა წარმომადგენელი იქ იყო. არც ევროპულმა საქართველომ, არც ქართულმა ოცნებამ, არც ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს ყველა დადგა პატრიოტთა ალიანსისა და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს გვერდით", – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მოგვიანებით, ამ განცხადებას "ევროპული საქართველო" გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომ" რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ მისცა ხმა, სიცრუეა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად