ჯაფარიძე: ეს კლოუნადა ბევრჯერ მაქვს გავლილი, ველოდები ჯარიმების გამოწერას

“გირჩის რამდენიმე მხარდამჭერია დაკავებული”-ამის შესახებ, “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

“გირჩის რამდენიმე მხარდამჭერია დაკავებული. ერთია დაკავებული გირჩის მართველი საბჭოს წევრი იმედა კლდიაშვილი. პროცესს რაც შეეხება ეს კლოუნადა ბევრჯერ მაქვს გავლილი”

ჯაფარიძე გამოთქვამს ვარაუდს რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ნაცვლად, ჯარიმას გამოწერენ.

“მაქსიმალური რაც შეუძლიათ გააკეთონ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღიანი, თუმცა მგონია რომ ამას ვერ გაბედანვენ, ველოდები ჯარიმების გამოწერას”,-ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც პარლამენტთან აქციის დაშლისას დააკავეს, თავისუფალია. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ “კურიერს“ განუცხადა, ის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

ამასთან, პარლამენტთან აქციაზე დააკავეს 37 პირი, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად